ისრაელის სპეციალისტებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილ სირიელებს

ისრაელის სპეციალისტებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ხუთ სირიელს, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლებში დაიჭრნენ გოლანის მაღლობების რაიონში, სირია-ისრაელის საზღვრის მახლობლად. როგორც ისრაელის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, დაჭრილები ისრაელის საავადმყოფოში მოათავსეს. შაბათსვე სირიის ადამიანის უფლებების ცენტრი, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, იტყობინებოდა, რომ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამთავრობო ძალებმა სამასზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.