ლადო ვარძელაშვილის სახლში ტყვიამ მამაკაცი იმსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ბინაში 45 წლის დევი სირაძე ტყვიამ იმსხვერპლა. 45 წლის გარდაცვლილი სპორტის და ახალგაზრდული სამინისტროს თანამშრომელი იყო. ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ. წინასწარი ვერსიით, დევი სირაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.