პროკურატურამ სასამართლოს თბილისის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

მედიანიუსის ცნობით, მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის მერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. სააგენტოს ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა დედაქალაქის მერისთვის. თბილისის მერ გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი გუშინ ოფიციალურად წარუდგინა, თუმცა დედაქალაქის მერმა დუმილის უფლება გამოიყენა და შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა. გამოძიება თბილისის მერ გიორგი უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.