გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა კანცელარიაში გაიმართება

საინფორმაციო წყაროების, მათ შორის ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ორშაბათის შეხვედრა კანცელარიის შენობაში შედგება და 3 საათზე დაიწყება. „ნეტგაზეთი“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება და მხოლოდ ოპერატორებს მიეცემათ კადრების გადაღების საშუალება. ამასთან, როგორც იუწყებიან, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გარდა შეხვედრაში მონაწილეობას სხვა პირებიც მიიღებენ.