ბრიტანეთის დედოფალი საავადმყოფოდან გამოწერეს

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ საავადმყოფო დატოვა გასტროენტერიტის დიაგნოზით 24-საათიანი მკურნალობის შემდეგ. 86 წლის მონარქი 3 მარტს მოათავსეს საავადმოფოში კუჭ-ნაწლავის გრიპის სიმპტომებით. დედოფლის განრიგი ითვალისწინებდა რომში ვიზიტს 6-7 მარტს, მაგრამ მთელი მიმდინარე კვირის გეგმა გაუქმებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.