გარდაიცვალა ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი

Your browser doesn’t support HTML5

58 წლის ასაკში, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი. მისი სიკვდილის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ. მკვეთრი განცხადებების მოყვარული ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას 1999 წელს მოექცა სათავეში, მრავალი ღარიბი ვენესუელელისათვის გმირი იყო.