ალასანია არ ადასტურებს ცნობას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაშავების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია არ ადასტურებს ცნობას ავღანეთში ინციდენტის შედეგად ქართველი ჯარისკაცები დაშავების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი და არაზუსტი. ალასანიამ ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.