ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ძალადობაზე მსჯელობენ

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების გზებზე. ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას დაუჭირა მხარი და განაცხადა, „ადამიანების დახოცვის პროცესი უნდა შევაჩეროთო“. თუმცა მოსკოვი არ ავლენს იმის ნიშნებს, რომ თავისი პოზიციის შეცვლას აპირებს - ის არ უერთდება მოწოდებებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, „ყველაფერზე მნიშვნელოვანია ყველა საკითხი თავად სირიელებმა გადაწყვიტონ, უცხოეთიდან ზეწოლის გარეშე“. გაეროს შეფასებით, 70,000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წლის მარტში ძალადობა დაიწყო. ეშტონის თქმით, სირიის საკითხის გარდა ბრიუსელის შეხვედრაზე იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე და ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაზე.