გაიფიცნენ ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები

დღეს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. "ინტერპრესნიუსის" ცნობით გაფიცვაში 300-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს. გაფიცულები აცხადებენ, რომ რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ და ხელმძღვანელობისგან ცრუ დაპირებებს ისმენენ. გაფიცულების თქმით, სამუშაო აგილებზე დაბრუნებას ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრებამდე არ აპირებენ.