დამასკში ჭურვები დაუშინეს უნივერსიტეტის კომპლექსს

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საარტილერიო ჭურვები მოხვდა დამასკის უნივერსიტეტის კომპლექსს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ამ წყაროს ცნობით, ჭურვები დაუშინეს არქიტექტურის ფაკულტეტის შენობას, დამასკის ცენტრალურ უბანში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობას უნივერსიტეტის კომპლექსის დაბომბვის შესახებ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები ბოლოხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ საარტილერიო ჭურვებს დამასკში იერიშების მოსაწყობად.