სწრაფი გადახდის აპარატით მობილურის ბალანსის შევსება ფასიანი ხდება

იცვლება სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები. მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს. საკომისიოს ოდენობას თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას.