გროზნოში იწვის ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი

ჩეჩნეთის დედაქალაქში ცეცხლი უკიდია 40-სართულიან შენობას. გავრცელებული ცნობებით, ხანძარი თავიდან „გროზნო-სიტის“ კომპლექსის ყველაზე მაღალი ნაგებობის მეოთხე და მეხუთე სართულებს გაუჩნდა და შემდეგ მთელ ნაგებობას მოედო. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები. ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრების ცნობით, შენობის ევაკუაცია წარმატებით ჩატარდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.