აეროპორტთან მატარებლის ოთხი ვაგონი გადაბრუნდა

Your browser doesn’t support HTML5

8 აპრილს, დაახლოებით 8 საათზე, თბილისში ე.წ. აეროპორტის დასახლებაში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. გადაბრუნდა დიზელით დატვირთული ოთხი ვაგონი. საწვავი ნახევარი კილომეტრის რადიუსში დაიღვარა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვაგონების გადაბრუნების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო აცხადებს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.