სიკვდილით დასჯაზე უარის თქმის ტენდენცია მსოფლოში შენარჩუნდა

ამნესტი ინტერნეშნელის ანგარიშის თანახმად, სიკვდილით დასჯაზე საფეხურებრივად უარის თქმის ტენდენცია მსოფლიოში შენარჩუნდა, თუმცა შარშან, ზოგიერთმა ქვეყანამ განაახლა სასჯელის უამაღლესი ზომის გამოყენება. „იმედის გამაცრუებლად“ აფასებს ორგანიზაცია ვითარებას იაპონიაში, ინდოეთში, პაკისტანსა და გამბიაში. ამნესტის თანახმად, იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე ხშირად გამოიყენებენ სიკვდილით დასჯას, რჩებიან, ჩინეთი, ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი და აშშ.