მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება სამუშაო ვიზიტით

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მისი ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში შეხვდება პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის და სიტყვით გამოვა ევროპის კოლეჯის სტუდენტების წინაშე.