თომას ჰამერბერგი: საქართველოში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემების მხრივ სიტუაცია არ არის სახარბიელო.

საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, როგორც სააგენტო მედიანიუსი იუწყება, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თომას ჰამერბერგმა განაცხადა, საქართველოში ადრე ევროსაბჭოდან, ახლა სხვა უფლებამოსილებით, ევროკავშირის მივლინებით არის ჩასული და მისი მიზანი გარდამავალ პერიოდში სიტუაციის შესწავლაა. პრესკონფერენციაზე ჰამერბერგმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პროცესში ისიც მონაწილეობს. ჰამერბერგმა საქართველოში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ არის სახარბიელო. უნისეფის მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. გარდა ამისა, საქართველოში ბავშვები აკადემიური მოსწრებით ევროპის სხვა ქვეყნების ბავშვებს საგრძნობლად ჩამორჩებიან. თომას ჰამარბერგის თანახმად, მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჰამერბერგმა განაცხადა, 2008 წლის ომის დროს ორივე მხარემ დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევა. ამიტომ ომის შესწავლა დადებითი მოვლენაა. „ჩემი რეკომენდაციაა დაუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული კომისია და ზუსტად აქ არის ნათქვამი, თუ რა არ გაკეთდა იმისათვის, რომ ომი თავიდან აცილებულიყო. ჰააგის სასამართლო შეისწავლის ყველა შესაძლო დანაშაულს, რომელიც შეიძლებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით მომხდარიყო“, თქვა ჰამერბერგმა, რომელიც სასამართლოების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.