გერმანიის ენერგოფირმამ ნაბუქოს მილსადენის პროექტის წილი გაყიდა

ავსტრიის ენერგოფირმამ, „ო-ემ-ფაუმ“ განაცხადა, რომ გერმანიის კომპანია „რე-ვე-სგან , ნაბუქოს მილსადენის პროექტში მისი წილი შეიძინა. „ო-ემ-ფაუმ“ კვირას განაცხადა, რომ მან შეიძინი „რე-ვეს- თითქმის 17 პროცეენტიანი წილი, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. „რე-ვე“ პროექტს შეუერთდა 2008 წელს. მისი გამოსვლა პროექტიდან ნაბუქოსთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმაა. სპონსორებმა ახლახან გადაწყვიტეს, ააგონ უფრო მოკლე, თურქეთის დასავლეთის საზღვრიდან ავსტრიისკენ გამავალი მილსადენი, რომელიც ნაბუქოზე სამჯერ ნაკლებ გაზს გადატუმბავს.