ნატოს ალიანსის მინისტრები ავღანეთზე, სირიასა და ანტისარაკეტო თავდაცვაზე იმსჯელებენ

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში იქნება ვითარება ავღანეთში და ევროპის ანტისარაკეტო ფარის შექმნა. კერძოდ მინისტრები იმსჯელებენ 2014 წლამდე ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანისა და ქაბულისათვის გრძელვადიანი დახმარების გეგმაზე. მოელიან, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სამშაბათს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც შეუერთდება და გამოხატავს მოსკოვის შეშფოთებას, აშშ-ის მიერ განზრახული ანტისარაკეტო სისტემის შექმნის გამო. შეხვედრამდე, ნატო გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის ლავროვთან ერთად იმსჯელებს კორეის ნახევარკუნძულზე და სირიაში შექმნილი ვითარების თაობაზე. ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის როლზე, რაც ავღანეთიდან ნატოს კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობის გატანისათვის სატრანსპორტო მარშრუტის უზრუნველყოფასა და ავღანეთის არმიის შვეულმფრენების მიწოდებასა და პილოტების გადამზადებაში მდგომარეობს.