პაკისტანში 11 კაცი დაიღუპა პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად

11 კაცი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაიჭრა ქალაქ კარაჩიში პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავყრილობის ადგილზე მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც აბდულ მალიკმა, ავამის ნაციონალური პარტიის, სპეციალურმა წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს, აფეთქება მოხდა რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც პარტიის დეპუტატობის კანდიდატი ბაშირ ჯანი მომინაბადის ოლქის ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლას დაიწყებდა. თავად ჯანი არ დაშავებულ აფეთქების შედეგად, რომლის ხმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც გაისმოდა. უფრო ადრე პაკისტანის თალიბანი შურისძიებით დაემუქრა სეკულარული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც 11 მაისის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას გაბედავენ.