საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე. ვეტოს დაძლევამდე, პარლამენტმა კენჭი უყარა ამ კანონპროექტის პრეზიდენტისეულ ვერსიას, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პარლამენტის მიერ 5 აპრილს დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო 23 აპრილს დაადო. დღესვე დეპუტატებმა კენჭი უყარეს "ნაფიც მსაჯულთა შესახებ" კანონპროექტს, თუმცა ამ კანონპროექტზე ვეტოს მოსახსნელად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვდა.