ევროზონაში რეცესია იმაზე უარესია, ვიდრე მოელოდნენ

ევროკომისიის განცხადებით, წელს ევროზონაში რეცესია იმაზე უარესი იქნება, ვიდრე აქამდე მოელოდნენ. ევროკომისიამ პარასკევს გამოაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქცია 0,4%-თ შემცირდება და არა აქამდე ნაწინასწარმეტყველები 0,3%-თ. უმუშევრობა კი, ევროზონაში, საშუალოდ, 12,2%-ს მიაღწევს - საბერნეთსა და ესპანეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 27 %-თ. ევროზონა ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას აერთიანებს. 2014 წელს შესაძლოა, 1,2% ზრდა აღირიცხოს.