შტეფან ფიულე: საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ხუთშაბათს, 9 მაისს, ესტუმრა შტეფან ფიულე, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, დეიზი სინდელარს მისცა ინტერვიუ, რომელშიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების წარმატების ხარისხზე ისაუბრა. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, საქართველო ევროპული ორიენტაციის ერთგული რჩება.