მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივით

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივით. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის ბაზაზე 12 მაისს მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ უმცროს სერჟანტს, ზვიად დავითაძეს და კაპრალებს, ალექსანდრე კვიწინაძეს და ვლადიმერ შანავას, სამშობლოში 16 მაისს ჩამოასვენებენ.