ორ ბრიტანელს ბრალდება წაუყენეს თვითმფრინავის ინციდენტის საქმეში

ორ ბრიტანელს წაუყენეს ბრალდება, რომ მათ შექმნეს პირობები, რომლებმაც საფრთხეში ჩააგდო სამგზავრო თვითმფრინავი. საქმე ეხება პაკისტანის თვითმფრინავის ინციდენტს. უკვე ორშაბათს წარდგება სასამარლოს წინაშე ორი ლანკაშირელი პირი, რომლებიც, ცნობით, ბოინგ 777-ის მფრინავის, კაბინაში შესვლას ლამობდნენ. ლაინერი, რომელიც პაკისტანიდან მანჩესტერში მიფრინავდა, ბორტზე 300-მდე მგზავრით, სამხედრო თვითმფრინავებმა წარმართეს ლონდონის აეროპორტისკენ და იქ დასვეს. არავინ დაშავებულა. ხელისუფლება თვლის, რომ საქმე არ გვაქვს ტერაქტის მცდელობასთან.