პანამაში ემიგრანტთა სტატუსის რეგულირების პროცედურა დაიწყო

ორშაბათს პანამაში მცხოვრები 10 ათასამდე უცხოელისთვის დაიწყება ემიგრანტთა სტატუსის რეგულირების პროცედურა. ეროვნული მიგრაციული სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პროცესი საშუალებას მისცემს ქვეყანაში მცხორებ უცხოელებს ჰქონდეთ სამსახური, გადაიხადონ გადასახადები და მიიღონ სოციალური დახმრება. ეს საკითხი ეხება ყველა იმ უცხოელს, რომელიც პანამაში უკვე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს და მიგრაციული სამსახურისგან პანამაში ცხოვრების უფლება არ აქვთ მიღებული. ხოლო იმ უცხოელებს, რომლებიც დროებითი ცხოვრების უფლება ფლობენ, საშუალება აქვთ, ეს ვადა 10 წლამდე გაზარდონ.