ნატო ცინცაბაძე თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

28 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის “ICOMOS”-ის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე. 27 მაისს კულტურის სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით "დავიცვათ ისტორიული თბილისი". საქართველოში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც შეაგროვებენ მასალებს საერთაშორისო პუბლიკაციისათვის. ნაშრომი მიეძღვნება თბილისის არქიტექტურას და იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დგას თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. ნატო ცინცაბაძე ესწრებოდა მრგვალ მაგიდას და მან ისაუბრა იმ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს.