გაეროს ომის დანაშაულთა ტრიბუნალმა გაამართლა სერბიის დაზვერვის ყოფილი უფროსი, იოვიცა სტანიშიჩი და მისი მოადგილე, ფრანკო სტანისიჩი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ომის დანაშაულების ჩადენა ბოსნიასა და ხორვატიაში, 1990-იან წლებში. მოსამართლე ალფონს ორიემ ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ სტანიშიჩი და სიმატოვიჩი. მოსამართლის თქმით, ბრალმდებლებმა ვერ შესძლეს იმის დამტკიცება, რომ ამ ორმა პირმა - რომლებიც წარსულში სერბიის ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირეები იყვნენ - „დაგეგმა და ბრძანება გასცა“ იმ დანაშაულების ჩადენაზე, რომლებიც მათთვის წაყენებულ ბრალდებებში იყო ჩამოთვლილი. ამასთან, მოსამართლეების განცხადებით, არც ის დადასტურდა, რომ ეს პირები ჯარისკაცებს უწევდნენ დახმარებას ომის დანაშაულების ჩადენის პროცესში.