ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. კვირას დილას მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდა 6,3-ს აღწევდა. მისი ეპიცენტრი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. ჩაილეწა შენობების ფანჯრები, ქვის ცვენით დაშავდა მრავალი ავტომანქანა, დაფიქსირდა გაზის გაჟონვის შემთხვევები. მანამდე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ფილიპინების სამხრეთში, სადაც 9 ადამიანი დაშავდა და ათობით ნაგებობა დაზიანდა. ფილიპინების კუნძულები და ტაივანი მდებარეობს წყნარი ოკეანის ე.წ. ვულკანურ ცეცხლოვან წრეში, რომელშიც გალაგებულია მოქმედი ვულკანების უდიდესი ნაწილი, და ხშირად ხდება მიწისძვრები.