სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგნლები, პირველად 2007 წლის შემდეგ, ხელისუფლების დონეზე გამართავენ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო ”იონხაპი” იტყობინება. შეთანხმება მოლაპარაკებების შესახებ კვირას, სასაზღვრო სოფელ ფხანმუნჯოში სამხრეთ და ჩრდილოეთ კოერის ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ შედგა. ოფიციალური სეული იტყობინება, რომ შეხვედრამ მშვიდად, ”ყოველგვარი კამათის გარეშე” ჩაიარა. ანალიტიკოსები შეხვედრას ფხანმუნჯოში აფასებენ, როგორც ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ თვეებში უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობას.