დაკითხვაზე იმყოფებიან “დიდი რვიანის” სამიტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები

ლონდონის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება ”დიდი რვიანის” სამიტის წინააღმდეგ გამოსული 57 დემონსტრანტი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშაბათს დააკავეს. ძირითადი აქციები კი ქალაქის ცენტრში ოქსფორდ-სტრიტსა და რიჯენტ-სტრიტზე გაიმართა. სოჰოს ცენტრალურ კვარტალში პოლიციამ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი დააკავა. აქციის რამდენიმე მონაწილე კი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ალპინისტების აღჭურვილობით ცდილობდა პოლიციისგან თავის დაღწევას. დიდი რვიანის სამიტი მომავალ კვირას ჩრდილოირლანდიურ ლოხ-ერნეში იგეგმება. როგორც ლონდონის პოლიცია იტყობინება, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც ისინი მოსალოდნელ არეულობას წინ აღუდგებიან.