სტამბოლში სიმშვიდეა ღამით პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შემდეგ

სტამბოლში სიმშვიდეა ღამით პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შემდეგ. სამშაბათს საღამოს და ოთხშაბათს დილით პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა სტამბოლში მდებარე ტაქსიმის მოედნიდან დემონსტრანტების გასაძევებლად. ხოლო აქციის მონაწილეები ქვებს და თვითნაკეთ აალებად ყუმბარებს ისროდნენ. ტაქსიმის მოედანზე კონტროლი პოლიციამ დაამყარა, ხოლო დემონსტრანტებმა მიმდებარე გეზის პარკს მიაშურეს. წუხელ სტამბოლის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი მუტლუმ განაცხადა, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ ოპერაციებს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ. მანამდე პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ „აღარა აქვს შემწყნარებლობა“ მისი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მიმართ.