აკაკი მინაშვილი: რუსეთს სურს მთლიანად გააკონტროლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები

საქართველოს სამართალდამცავებთან თანამშრომლობის განახლებით რუსეთს სურს მთლიანად გააკონტროლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა. მისივე შეფასებით, პუტინს სურს მეგობრობა საქართველოს მოსახლეობასთან, მაგრამ არ სურს არსებობდეს დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც საკუთარი საგარეო არჩევანის შესაძლებლობა ექნება.