აშშ-ში შვიდი ადამიანი დაშავდა ქიმიურ საწარმოში აფეთქების შედეგად

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში შვიდი ადამიანი დაშავდა ქიმიურ საწარმოში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ინციდენტი ლუიზიანის შტატის ქალაქ გეისმარში მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა, სხვა წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. აფეთქების მიზეზი უცნობია.