ჩინელმა ასტრონავტმა ქალმა კოსმოსიდან ჩაატარა გაკვეთილი

ჩინელმა ასტრონავტმა ქალმა, კოსმოსური მისიით დედამიწიდან 300-მდე კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე მყოფმა ვან იაპინმა ჩაატარა გაკვეთილი, რომლის ტრანსლაციაც ჩინეთის ტელევიზიით მოხდა. ტელემაყურებელმა იხილა, როგორ მოქმედებს ადამიანზე უწონობა, იხილა წყლით ჩატარებული რამდენიმე ექსპერიმენტი. გაკვეთილში მონაწილეობდნენ კოსმოსურ ხომალდში მყოფი სხვა ასტრონავტებიც. ჩინეთის კოსმოსურ ხომალდ „შეჟუ-10“-ის მისია 11 ივნისს დაიწყო და 15 დღე გაგრძელდება.