ნაირა ბეპიევი ეროვნული უმცირესობების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

21 ივნისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ თავმჯდომარე ნაირა ბეპიევი. ის 20 ივნისს გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, რომლის სახელწოდებაც იყო „ლუბლიანას პრინციპები განსხვავებული საზოგადოების ინტეგრაციისთვის“ და რომელიც ეროვნულ უმცირესობათა საკითხებს მიეძღვნა. რა საკითებზე გამახვილდა შეხვედრაზე ყურადღება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნულმა უმცირესობამ დანარჩენ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან ერთად საკუთარი იდენტობაც შეინარჩუნოს, ნაირა ბეპიევმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ამ და სხვა თემებზე ისაუბრა.