12 წლის მირზა ცეცხლაძე გადარჩება

Your browser doesn’t support HTML5

ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდა. 25 ივნისს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელზეც ჟურნალისტები სახელმწიფოსგან ბიჭის გადარჩენას მოითხოვდნენ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მირზა ცეცხლაძის მკურნალობას დააფინანსებს.