მსვლელობა ”პრაღა ბარიერების გარეშე”

Your browser doesn’t support HTML5

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, "DOX"-ში, 23 მაისს გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ნორმალურობით უნარშეზღუდული", რომელიც 16 სექტემბრამდე გასტანს. გამოფენის ფარგლებში, "DOX"-თან თანამშრომლობით, სამოქალაქო ასოციაცია "Assistence"-მ ქუჩაში ჩაატარა მსვლელობა "პრაღა ბარიერების გარეშე", რომელზეც გააპროტესტეს პრაღის ერთ-ერთ უბანში ტრამვაის ხაზების მშენებლობა, რომლის გეგმაშიც უნარშეზღუდული ადამიანები გათვალისწინებული არ არიან. მსვლელობისას აქტივისტებმა სიმღერებად შეასრულეს ტრამვაის ბარიერებთან დაკავშირებული წერილები, რომლებიც მერიას გაუგზავნეს.