ბოლო 75 წელიწადში პირველად უიმბლდონი ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მოიგო

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარეიმ უიმბლდონის ტურნირის ფინალში დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და პირველი ბრიტანელი გახდა, რომელმაც ბოლო 75 წელიწადში, უიმბლდონის ტურნირი მოიგო. მარეი ამ გამარჯვებამდე მეორე ჩოგანი იყო მსოფლიოში. შაბათს ცნობილი გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის. საფრანგეთის წარმომადგენელმა, მარიონ ბარტოლიმ დაამარცხა გერმანელი ზაბინა ლისიცკი.