ეგვიპტეში ცრემლსადენი გაზით დაშალეს მურსის მხარდამჭერები

ეგვიპტეში, რესპუბლიკური პარტიის შტაბთან ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტის მუჰამედ მურსის მხარდამჭერები ცრემლსადენი გაზით დაშალეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. მათ მიაჩნიათ, რომ მურსი დაკავებული ჰყავთ ოფიცერთა კლუბში, გვარდიის ყაზარმაში.