ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ცნობას საინფორმაციო სააგენტოები მერაბიშვილის ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილზე დაყრდნობით აცხადებენ. „პროცესი 15 ივლისს აღარ გაიმართება. რადგან პროკურატურამ სამხილების მოსაპოვებლად მეტი დრო მოითხოვა, ამიტომ პროცესი 23 აგვისტოს ჩაინიშნა,"- აღნიშნავს გიორგი ჩივიაშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, წინასაარჩევნოდ ე.წ დასაქმების პროგრამაზე ედავება.