ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფას სულ ცოტა 77 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 77 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა სწრაფი მატარებლის ავარიის შედეგად. შემთხვევა ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში მოხდა. დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გალისიის რეგიონის სასამართლომ დღეს დილით გამოაქვეყნა. კატასტროფა მოხდა სანტიაგო დე კომპოსტელას სადგურთან ახლოს. სწრაფი მატარებელი მადრიდიდან ფეროლში მიდიოდა. ავარიის ადგილი და საავადმყოფოში მოთავსებული დაშავებულები მოინახულა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ. ოფიციალური ვერსიით, მატარებლის რელსებიდან გადასვლა წარმოადგენდა ავარიას და არა ტერორისტული თავდასხმის შედეგს.