დანიაში, ოლბორგში, დღეს ჩატარდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, ანგილობრივი "ოლბორგი" მასპინძლობდა გორის "დილას". მატჩი, რომელსაც სჯიდა პოლონელი არბიტრი, რობერტ მალეკი, ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ გუნდების პირველ მატჩში "დილამ" თბილისში დაამარცხა სტუმართა გუნდი, ანგარიშით 3:0. ორი მატჩის შედეგით, გორის გუნდი ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.