პარლამენტი იპოთეკარებისა და მოვალეების საკითხს განიხილავს

29 ივლისს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშრებული საქმეების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი პარლამენტმა 25 ივლისს დაამტკიცა და 27 ივლისს მეორე მოსმენით უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ეს პროცედურა გადაიდო. 26 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან „უპასუხისმგებლო“ ქმედება იყო ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.