ერგნეთი ომიდან 5 წლის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

2008 წლის ომის დროს სოფელი ერგნეთი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ყველაზე მეტად დაზარალდა. სოფელში შესულმა შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა სახლები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. დევნილი ერგნეთელები სოფელში მოგვიანებით დაბრუნდნენ და ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. სახლების ნაწილი დაწვას გადაურჩა, მაგრამ გაძარცულია. ასეთი სახლების მეპატრონეები არც ერთ პროგრამაში არ მოხვდნენ, ამიტომ ყველაფრის შეძენა თავიდან უწევთ.