რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წყალდიდობა მატულობს

ხაბაროვსკის რაონში მდინარე ამურის დონემ ისტორიულ ზღვარს, ჩვეულებრივ დონეზე 642 სანტიმეტრით მეტს მიაღწია. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროა ადგილობრივი დეპარტამენტის ინფორმაციით ამურის დონემ 20-25 აგვისტოს შესაძლოა 650-700 სანტიმეტრს მიაღწიოს. ამ დროისათვის ხაბაროვსკის და ამურის ოლქში დატბორილია დაახლოებით 6 ათასი სახლი, რომელში 31 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ციმბირის რაინში დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.