აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის რუსტამ იბრაგიმბეკოვის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა მოაწყო მსვლელობა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს შორიახლოს. სანქცირებულ მიტინგზე, რომელიც ბაქოდან 10 კილომეტრის დაშორებით გაიმართა, დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ ნუ მოგიპარავთ ჩვენს ხმებს!“ „ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას!“ აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიციამ 11 აქტივისტი დააპატიმრა, და დემონსტრანტებს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება ჩამოართვა. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 9 ოქტომბერს იმართება. რუსტამ იბრაგიმბეკოვი, 74 წლის ოსკარის ლაურეატი სცენარისტი გასულ თვეში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად დასახელდა. თუმცა, იბრაგიმბეკოვი მოსკოვისგან ელოდება დადასტურებას მისი რუსული მოქალაქეობის გაუქმების თაობაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.