ერაყში 17 ადამიანი დასაჯეს ტერორიზმში ბრალდებით

ერაყის ხელისუფლებამ 17 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. უმეტესობა დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში ბრალდებით. ერაყის იუსტიციის მინისტრის, ჰასან ალ-შამარის თანახმად, მათ შორის იყვნენ ერთი ეგვიპტელი და ორი ქალი. 16 მათგანი ტერორიზმთან იყვნენ კავშირში. განცხადებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როდის ასრულდა განაჩენი. გაერო და უფლებდამცველები აცხადებენ, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით მიღებული აღიარება წამების შედეგად იყო მიღებული. წელს ერაყში 60 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.