ამერიკელ ჯარისკაცს ბრედლი მენინგს ჯაშუშობისათვის 35 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შეერთებული შტატების სასამართლომ რამდენიმე მუხლით დამნაშავედ სცნო და 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რიგითი ბრედლი მენინგს, რომელიც ბრალდებულია ინტერნეტ-პორტალ „ვიკილიკსისთვის“ საიდუმლო მასალის მიწოდებაში. ამასთან, ივლისის ბოლსო გამართულ სასამართლო პროცესზე მენინგი უდანაშაულოდ სცნეს მტრისთვის დახმარების გაწევაში, რაც მისთვის წაყენებული ყველაზე მძიმე ბრალდება იყო. 25 წლის მენინგმა ერაყში დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობისას მიაწოდა საიდუმლო მასალა „ვიკილიკსს“.