პაკისტანში აფეთქების შედეგად თალიბების მეთაური დაიღუპა

პაკისტანში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ თალიბების მეთაური და მისი სამი მცველი. ინციდენტი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მოხდა. ადგილობრივმა ჟურნალისტმა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ წუხელ ბომბზე აფეთქდა ავტომანქანა, რომელშიც თალიბების მეთაური ღულამ იანი იჯდა მცველებთან ერთად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.