ჰამიდ კარზაი ისლამაბადში შეხვდება ნავაზ შარიფს

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს ისლამაბადში გამართავს მოლაპარაკებებს პაკისტანის ახალ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან. წინასწარი ინფორმაციით, კარზაი შარიფს სთხოვს, ქაბულთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს „თალიბანი“. მოელიან, რომ კარზაი შარიფს „თალიბანის“ იმ სამხედრო ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებასაც სთხოვს, ვისაც ქაბული პოტენციურ მომლაპარაკებელ პარტნიორებად თვლის.